ჩვენთვის დღეს მთავარი თემა არის დაკავებული პოლიტპატიმრები, სინდისის პატიმრები - სალომე სამადაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის ვიზიტის შესახებ

პოლიტიკა

"საქართველო არის ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფო და მისმა არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ დაარღვია მთელი რიგი ვალდებულებები, რომელიც ჩვენ აღებული გვაქვს, როგორც ევროსაბჭოს წევრ სახელმწიფოს", - ეს განცხადება კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრმა, სალომე სამადაშვილმა თბილისში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის ჩამოსვლასთან დაკავშირებით გააკეთა.

მისივე თქმით, მათთვის მნიშვნელოვანი თემები, არჩევნების გაყალბების საკითხი და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებაა.

"ჩვენთვის დღეს ერთ-ერთი მთავარი თემა არის დაკავებული პოლიტპატიმრები, სინდისის პატიმრები. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია წამების მსხვერპლი ადამიანები და ამასთან ერთად, ტოტალურად გაყალბებული არჩევნები, რადგან ყველაფერი სხვა - ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გაუქმება, ძალადობა მოქალაქეებზე - ეს არის გაგრძელება იმ დანაშაულის, რაც ჩადენილი იქნა გაყალბებული არჩევნების სახით ჩვენს ქვეყანაში," - აცხადებს სალომე სამადაშვილი.