თბილისში, 25 წლის ბიჭი მოკლეს - რა დეტალები ხდება ცნობილი
1734954637
უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ მედიასთან საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსა და ქვეყნის საგარეო ურთიერთობების შესახებ ისაუბრა.
როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რიგი დასავლელი პოლიტიკოსების აზრით, ევროკავშირისკენ მიმავალი გზა „ქართულმა ოცნებამ“ ოჯახური ღირებულებების დაცვისა და გამჭვირვალობის შესახებ კანონების მიღებით ჩახერგა, თუმცა, სწორედ ეს კანონებია მთავარი ღირებულებითი ერთობა საქართველოს ხელისუფლებასა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის.
„ქართულ ოცნებას“ რაზე საყვედურობენ, რატომ არის თითქოს ჩახერგილი ევროკავშირში შესასვლელი გზა? იმიტომ, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი მიიღო, მშვიდობის თემა [დაიცვა], ასევე, ოჯახური ტრადიციებისა და ფასეულობების დაცვის შესახებ, ანუ, ანტი ლგბტ კანონი მიიღო, რასაც თავად ტრამპი აყენებს ძირითად ხაზად. ეს არის მთავარი ღირებულებითი ნაწილი [და ერთობა ჩვენსა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის].
სწორედ ამ საკითხების გამო იხერგება ევროკავშირისკენ მიმავალი გზა ჩვენთვის რიგი დასავლელი პოლიტიკოსების აზრით, ანუ ამ კანონებს იწუნებენ“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.