ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, მათ შორის აშშ-ს, უკვე არანაირი სურვილი არ აქვთ ამ რეჟიმის პირობებში, სტრატეგიულად ითანამშრომლონ საქართველოსთან მაშინ, როდესაც ჩვენი მეზობლები ძალიან დიდი წარმატებით მიდიან წინ - გიორგი შარაშიძე

გიორგი შარაშიძე

კვლავ პოლიტიკური აქტუალური თემაა მიხეილ ყაველაშვილის მიერ ამერიკის პრეზიდენტისადმი გაგზავნილი ღია წერილი, სადაც ხაზგასმულია საქართველოსა და შტატების სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა.

ოპოზიციურ სპექტრში წერილს უარყოფითად აფასებენ და ამბობენ, რომ ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს არ აქვთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის სურვილი.

"ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებს, უკვე არანაირი სურვილი არ აქვთ ამ რეჟიმის პირობებში, სტრატეგიულად ითანამშრომლონ საქართველოსთან მაშინ, როდესაც ჩვენი მეზობლები ძალიან დიდი წარმატებით მიდიან წინ. ძალიან კარგად ვხედავთ, რომ მასპინძლობს პრეზიდენტი ტრამპი ჩვენს ორივე მეზობელს“, - აცხადებს პარტიის ”გახარია საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი შარაშიძე.