გოგა მანია უახლეს წინასწარმეტყველებას ავრცელებს
1764102019
პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრი, ტატა ხვედელიანი აცხადებს, რომ "იგლ ჰილსის" პროექტი და განათლების რეფორმა ის საკითხებია, რასთან დაკავშირებითაც მისი ფრაქცია კრიტიკულ კითხვებს დასვამს დღეს, საქართველოს პარლამენტში ირაკლი კობახიძის ინტერპელაციის წესით მოსმენისას.
"ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესი გვავალდებულებს, რომ ვიყოთ კრიტიკულები და მწვავეები, განსაკუთრებით ამ საკითხებში. ძალიან მნიშვნელოვნად მივიჩნევთ, რომ სწორედ ის შეკითხვები დაისვას, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს. რა თქმა უნდა, "იგლ ჰილსის", შემთხვევაში მომხრეები ვართ გამჭვირვალობის. ჩვენმა მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რა სარგებელს მიიღებს ამ თანამშრომლობის შედეგად. რაც შეეხება განათლების რეფორმას - ეს არის უმნიშვნელოვანესი, რომ ჩვენს ქვეყანაში გავზარდოთ განათლების ხარისხი და ეს რეფორმა ამას უნდა ემსახურებოდეს," - აცხადებს ტატა ხვედელიანი.