გოგა მანია უახლეს წინასწარმეტყველებას ავრცელებს
1764102019
თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა აღიარონ ერთნაირი სქესის მოქალაქეების ქორწინება, რომელიც გაფორმებულია სხვა წევრ სახელმწიფოში. სასამართლომ განიხილა პოლონეთის შემთხვევა, რომელმაც არ აღიარა ორი მოქალაქის გერმანიაში რეგისტრირებული ქორწინება. სასამართლომ დაადგინა, რომ უარი ევროკავშირის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება და თავისუფლებას არღვევს.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მათი პროგნოზი გამართლდა და ევროკავშირი წევრ სახელმწიფოებს ავალდებულებს ერთნაირსქესიანთა ურთიერთობა დააკანონონ.
„მითი, რომ ევროკავშირიდან არ ითხოვენ წევრი თუ კანდიდატ ქვეყნებში ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, ეს მითი ძალიან მალევე საპნის ბუშტივით გასკდა. აქამდეც ჩვენ არაერთგზის გვინახავს გარკვეული პროცესები, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებისთვის იყო ევროკავშირის წიაღში წარმოებული, თუმცა ამჟამად ჩვენ ვხედავთ პირდაპირ სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ავალდებულებს ამ ქვეყნებს ვალიდურად ჩათვალონ ის ერთნაირსქესიანთა ქორწინების დოკუმენტი, რომელიც სხვა წევრ ქვეყანაში იქნა გაცემული. საქართველოს და ქართველ ხალხს, ჩვენს სახელმწიფოს აქვს თავისი არჩევანი გაკეთებული. ეს არჩევანი არის იმ საკანონმდებლო ცვლილებებით და დანაწესებით გამყარებული, რომელიც არის ჩვენი რეალობის შემადგენელი ნაწილი და ნიშნავს ოჯახის ღირებულებების დაცვას", - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.