ჩვენს ქვეყანაში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის და მეგობარი ქვეყნის, აზერბაიჯანის ლიდერის ვიზიტი ყოველთვის მნიშვნელოვანია - დავით მათიკაშვილი

დავით მათიკაშვილი

 ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, მეგობარი და მეზობელი ქვეყნის, აზერბაიჯანის ლიდერის ვიზიტი ყოველთვის მნიშვნელოვანია ჩვენ ქვეყანაში, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.

დეპუტატი გამოეხმაურა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტს.

„ჩვენი ქვეყნების გარშემო არსებული პოლიტიკური ვითარების ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება შუა დერეფანი. მოგეხსენებათ შუა დერეფანი პრაქტიკულად ერთადერთი მშვიდობიანი დამაკავშირებელია ევროპასა და აზიას შორის. ამ შემთხვევაში საქართველოს როლი არის შეუცვლელი და უნიკალური, რაზედაც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა არაერთგზის [ისაუბრა]“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

საქართველოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი, გუშინ, 6 აპრილს ეწვია.