ჩვენს მიზნად, პირველ რიგში ჩვენი იდენტობისა და სუვერენიტეტის დაცვა უნდა გავიხადოთ! რაც შეეხება ჩვენს მომავალს, დიახ ევროპასთან წარმოგვიდგენია, ოღონდ ყველამ იცოდეს თანაბარ და თანასწორი უფლებებით -  ლევან ნიკოლეიშვილი

ლევან ნიკოლეიშვილი

 ზაზა შათირიშვილის ყოველი ახალი წერილი თუ განცხადება საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ამის მიზეზი კი მის მიერ ჩატარებული კვლევა და ფაქტებზე დაფუძნებული ანალიზი გახლავთ. სამწუხარო რეალობის წინაშე ვდგავართ, როდესაც იმ სანუკვარი ევროპის მაგივრად სულ სხვა ევროპას ვხედავთ - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, ადამიანის უფლებების დაცვის ეგიდით ხშირად კრიმინალისა და დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ მსჯავრდადებულის გარეთ გამოშვებას „გვთხოვენ.“ თვით ევროკავშირის სტრუქტურებში კორუფციის უკვე ძალიან გახმაურებული ფაქტების ფონზე, ჩვენ სამართალს გვიწუნებენ.

„ზაზა შათირიშვილის ყოველი ახალი წერილი თუ განცხადება საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ამის მიზეზი კი მის მიერ ჩატარებული კვლევა და ფაქტებზე დაფუძნებული ანალიზი გახლავთ. სამწუხარო რეალობის წინაშე ვდგავართ ხშირად, როდესაც იმ სანუკვარი ევროპის მაგივრად სულ სხვა ევროპას ვხედავთ. ადამიანის უფლებების დაცვის ეგიდით ხშირად კრიმინალისა და დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ მსჯავრდადებულის გარეთ გამოშვებას „გვთხოვენ.“ თვით ევროკავშირის სტრუქტურებში კორუფციის უკვე ძალიან გახმაურებული ფაქტების ფონზე, ჩვენ სამართალს გვიწუნებენ. აღარაფერს ვამბობ იმაზე, თუ როგორ ხდება გაურკვეველი პოლიტიკური ამინდის შესაბამისად ისეთი მითითებების თავს მოხვევა, როცა სხვა ქვეყნებში თითქმის კატასტროფული მდგომარეობის და მიუხედავად თითქოს ვერაფერს ვერ ამჩნევენ, უფრო მეტიც სხვები ქებას იმსახურებენ ჩვენ კი კრიტიკას. ამით კი საზოგადოებაში ევროპისა და დასავლეთის მიმართ ნიჰილიზმის გაღვივებას უწყობენ ხელს, ნებსით თუ უნებლიეთ ეს სხვა საკითხია, არ გამოვრიცხავ რომ ამას სპეციალურადაც აკეთებდნენ. ასევე საყურადღებოა, რომ ყალბი ფასეულობების შემოსაღების მიზნით არც თუ ისე იშვიათად ჩვენი ისტორიის, კულტურის, ტრადიციების გადახედვით ჩვენი იდენტობის დაკარგვის საფრთხის წინაშე გვაყენებენ. საგულისხმოა, რომ ამ მხრივ უცხოელ "ჭკუისდამრიგებლებს" არც ადგილობრივი ქართველთმოძულეები ჩამორჩებიან. მათთვის კი პირადი გამორჩენა და ფული, რა თქმა უნდა სამშობლოზე გაცილებით მეტია: უცხო ქვეყნის დროშებით მოფრიალეებს ნაკლები ან სულაც გაუკუღმართებული წარმოდგენა აქვთ საკუთარ ისტორიაზე, კულტურაზე და იდენტობაზე, ხოლო უცხოელის მიმართ სამართლიანი კრიტიკას კი საკუთარი მშობლის სიკვდილზე მეტად განიცდიან. სწორედ ეს განწყობები უქმნის შესაფერის გარემოს უცხოურ მტრის ძალებს ყალბი ფასეულობები შემოსასაღებლად. ჩვენს მიზნად ამ შემთხვევაში პირველ რიგში ჩვენი იდენტობისა და სუვერენიტეტის დაცვა უნდა გავიხადოთ! რაც შეეხება ჩვენს მომავალს, დიახ ევროპასთან წარმოგვიდგენია, ოღონდ ყველამ იცოდეს თანაბარ და თანასწორ უფლებებით, ჩვენი იდენტობის არათუ შენარჩუნებით, არამედ გაძლიერებით.“ - წერს ნიკოლეიშვილი facebook - ზე.