„ხინკლის სახლის“ სამზარეულოში 21 წლის ახალგაზრდამ მძიმე დაზიანება მიიღო
1737289807
"ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლის გამოცდილების გათვალისწინებით, ყველაზე კარგად სწორედ, ჩვენ გვესმის უკრაინელი ხალხის ტკივილი და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ მათ. ამასთანავე, ყველაზე კარგად გვესმის ჩვენს ქვეყანაში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მნიშვნელობა! ", - ამის შესახებ თავისუფლების მოედანზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
“დღეს ჩვენი სახელმწიფოებრიობის და ეროვნული თვითმყოფადობის უმნიშვნელოვანესი გამოხატულების - დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ. ეს არის დღე, რომელიც თავდადებისა და ბრძოლის შესახებ მეხსიერებას ინახავს. ამიტომ გამორჩეულ პატივს მივაგებთ ჩვენს წინაპრებს, რომლებმაც თავდაუხრელად იბრძოლეს, სიცოცხლე შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას და შეგვინარჩუნეს სახელმწიფო. ამავე დროს, ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას ჩვენი სამშობლოსა და მომავალი თაობების წინაშე, რომ გავაგრძელოთ წინსვლა და განვამტკიცოთ დამოუკიდებლობა.
განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებენ ჩვენი გმირები - სამხედროები, პოლიციელები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, სამედიცინო პერსონალი, რომლებიც ერთგულად იცავენ საქართველოს ხილული და უხილავი საფრთხეებისგან.
ჩვენი პედაგოგები, რომლებმაც აღგვზარდეს ჩვენ და ახლა ჩვენს შვილებს უზიარებენ თავიანთ ცოდნას და ფასეულობებს. სპორტის, მეცნიერების და კულტურის წარმომადგენლები, რომლებიც მთელ მსოფლიოში წარმოაჩენენ ჩვენს ქვეყანას და ჩვენი წინაპრების მსგავსად, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ კაცობრიობის წინაშე.
ჩვენი მშობლები, რომლებიც მრავალი განსაცდელის მიუხედავად, მტკიცედ იდგნენ თითოეული ჩვენგანის და ქვეყნის უკეთესი მომავლის სადარაჯოზე. მშობლები იმ რეკრუტების, რომლებიც დღეს სამშობლოს წინაშე ფიცის დადების ცერემონიალის მოწმენი იყვნენ იმისთვის, რომ რომ მათ ასეთი პატრიოტი ადამიანები აღზარდეს.
აქვე, მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს უცხოელ მეგობრებს, რომლებიც ძნელბედობის მიუხედავად გვერდში ედგნენ ჩვენს ქვეყანას, საგარეო ასპარეზზე იცავდნენ მის ინტერესებს და თავიანთი ღვაწლით განამტკიცეს საქართველოს დამოუკიდებლობა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.