1738742328
"ჩვენი მიზანია, პარლამენტმა განახორციელოს თავისი სრულფასოვანი საქმიანობა და ყველას ჰქონდეს საშუალება, ჩაერთოს პარლამენტის საქმიანობაში" - გიორგი ჩაკვეტაძე
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დღეს 49 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს. მმართველი გუნდი ოპოზიციას ხალხის მიერ გამოცხადებული ნდობის უგულებელყოფაში ადანაშაულებს.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე ამბობს, რომ მმართველი გუნდის მიზანია, პარლამენტმა განახორციელოს თავისი სრულფასოვანი საქმიანობა და ყველას ჰქონდეს საშუალება, რომ ჩაერთოს პარლამენტის საქმიანობაში.
"2020 წელსაც ანალოგიურ შემთხვევასთან გვქონდა საქმე და რაც, რა თქმა უნდა, გასაკვირია და მოულოდნელიც, რომ გარკვეული საერთაშორისო აქტორების მხრიდან ეს პროცესი არის და იყო მხარდაჭერილი. ეს მიუღებელია ჩვენთვის. ჩვენი მიზანია, რომ პარლამენტმა განახორციელოს თავისი სრულფასოვანი საქმიანობა და ყველას ჰქონდეს საშუალება, რომ ჩაერთოს პარლამენტის საქმიანობაში. ამ ხალხისგან არაფერი არ გვიკვირს. ერთი მხრივ, ჩახსნეს სიები, მოითხოვეს მანდატების შეწყვეტა, თუმცა შემდეგ უარი არ თქვეს იმ დაფინანსებაზე, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან აქვთ და აქედან გამომდინარე, ფაქტიურად აღიარეს არჩევნების შედეგი", - აცხადებს გიორგი ჩაკვეტაძე.