ახალი დეტალები გურამ დადიანიძის საქმეში - „შევხვდით ერთ-ერთ მოწმეს, რომელიც იმ ღამით იყო იქ...“
1788942699
ძალიან მასშტაბური ინიციატივები განხორციელდა ჩვენი ხელისუფლების პირობებში მაღალმთიანი რეგიონების მიმართულებით და მომავალშიც ყურადღებას არ მოვაკლებთ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, დეპუტატების კითხვების საპასუხოდ.
მისივე თქმით, მთავრობა, პარლამენტთან მჭიდრო კომუნიკაციით, მუდმივად ეცდება ახალი ინიციატივების შემუშავებას მაღალმთიანი რეგიონების განსავითარებლად.
„მუდმივად ვეცდებით ახალი ინიციატივების შემუშავებას იმისათვის, რომ მაღალმთიანი რეგიონები კიდევ უფრო მეტად განვითარდეს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა მაქსიმალურად გამაგრდეს მაღალმთიან რეგიონებში. ბუნებრივია, პარლამენტთან გვექნება მჭიდრო კონსულტაციები ამ საკითხზე,“- განაცხადა პრემიერმა.