„ძალიან ასაიდუმლოებ?“ - რა ხდება ბაბი კირკიტაძის პირადში
1745778041
ჩვენი ხელისუფლების პირობებში ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, ყველა მიმართულებით არის განსხვავებული დამოკიდებულება ადამიანის მიმართ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ასევე 3-4-ჯერ გაიზარდა სოციალური პაკეტები.
„ჩვენი ხელისუფლების პირობებში ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. ამის ერთ-ერთი შედეგი არის ის, რომ რამდენიმე წლით არის გახანგრძლივებული ადამიანის სიცოცხლის სავარაუდო ხანგრძლივობა ჩვენს ქვეყანაში, რაც არის დადასტურებული მონაცემები. ასევე სოციალური პაკეტები გაიზარდა საშუალოდ 3-4-ჯერ. ყველა მიმართულებით არის განსხვავებული დამოკიდებულება ადამიანის მიმართ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.