კერძები, რომლებიც გაცხელებისას მომწამვლელი ხდება
1702327036
"ჩვენი ხედვაა, რომ საქართველოს ენერგორესურსები მაქსიმალურად ავითვისოთ. საქართველოს აქვს განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის მიღების მნიშვნელოვანი საშუალებები. ეს არის, პირველ რიგში, ჰიდროელექტროსადგურების კუთხით, რადგან ქვეყანას აქვს 26 000-ზე მეტი მთის მდინარე. ეს რესურსი, სამწუხაროდ, არ არის ათვისებული, თუმცა მომავალ წლებში ჩვენ აქტიურად მოვახერხებთ ამ რესურსების ათვისებას," - ეს განცხადება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა "ხობი 2 ჰესის" ოფიციალური გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ქარისა და მზის ენერგიის გამოყენება, რა მიმართულებითაც სამინისტრო აქტიურად მუშაობს.
"ასე რომ, ის ამბიციური გეგმა, რაზეც პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა, აბსოლუტურად რეალისტურია - ჩვენ შეგვიძლია არამხოლოდ გავაორმაგოთ ჩვენი დადგმული სიმძლავრე, არამედ მართლაც, 10 000 მეგავატამდე დადგმული სიმძლავრე გვქონდეს საქართველოში, რაც სრულად უზრუნველყოფს ჩვენი ეკონომიკის სწრაფ განვითარებას, ეკონომიკის ზრდის მაღალ ტემპებს სრულად დაეხმარება.
ასევე, ჩვენ გვექნება საშუალება, რომ ახალი დარგები განვავითაროთ და გვქონდეს საშუალება ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანის. ამ კუთხით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს დაკავშირებადობის გაზრდაზე მეზობელ ქვეყნებთან, ეს არის როგორც აზერბაიჯანი, სომხეთი და თურქეთი, ასევე, მნიშვნელოვანი ფლაგმანი პროექტი ევროკავშირთან პირდაპირი დაკავშირების შესაძლებლობა შავიზღვისქვეშა კაბელის საშუალებით. ეს საშუალება მოგვცემს, რომ ჩვენი ენერგოსექტორი კიდევ უფრო მიმზიდველი იყოს ინვესტორებისთვის," - აცხადებს ლევან დავითაშვილი.