წყალი 16 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართები
1769454524
რა ფორმატით ვიხილავთ სატელევიზიო დებატს, რომლის ინიციატორიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრია?! ოპოზიციის ნაწილი ახადებს, რომ ისინი ხელისუფლებასთან მუდმივ დებატებში არიან, თუმცა ელოდებიან ფორმატის შეთავაზებას და ამის მერე იმსჯელებენ, ჩაებმებიან თუ არა საჯარო დისკუსიაში.
უმრავლესობაში კი პრემიერის ინიციატივას პოზიტიურად აფასებენ და აცხადებენ, რომ ეფექტური საშუალება პოლარიზაციის დასასრულებლად სწორედ სატელევიზიო დებატებია.
"ლანძღვა-გინება და მსგავსი სიძულვილის ენა არც ისე გვაკლია სამწუხაროდ დღევანდელ სივრცეში. სწორედ ეს რომ გვინდა თავიდან ავირიდოთ, ეს რომ გვინდა შევამციროთ, მაგიტომ, ჩვენი ინიციატივით, ჩვენ თვითონვე გამოვედით კომფორტის ზონიდან. არა ცალ-ცალკე ტელევიზიებიდან ერთმანეთს ლოზუნგები ვესროლოთ და მხოლოდ ჩვენი პოზიციებიდან ველაპარაკოთ საზოგადოებას, არამედ დაინახოს საზოგადოებამ, ერთმანეთთან როგორ ვეჭიდებით. ამ დებატების საუკეთესო მიზანი ის უნდა იყოს, რომ საუკეთესო პოლიტიკა გამოიძერწოს იმ არსებული რეალობიდან“, - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.