ჩვენი გამარჯვება ლოგიკური იყო, რადგან მოქალაქეებმა ხმა მისცეს სუვერენულ და დამოუკიდებელ საქართველოს, მშვიდობას და ქვეყნის განვითარებას - ლევან მაჭავარიანი

ლევან მაჭავარიანი

ჩვენი გამარჯვება ლოგიკური იყო, რადგან მოქალაქეებმა ხმა მისცეს სუვერენულ და დამოუკიდებელ საქართველოს, მშვიდობას და ქვეყნის განვითარებას. კახი კალაძეს ალტერნატივა არ ჰყავდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, არც ერთ დანარჩენ კანდიდატს არ ჰქონდა ის უნარები, რაც კახი კალაძეს.

„მისი სამომავლო გეგმები თბილისელებს მეტ მოტივაციად აძლევდათ, რომ არჩევანი მის სასარგებლოდ გაეკეთებინათ არჩევანი“, – განაცხადა მაჭავარიანმა.