პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკა სამხარაძის განცხადებით, პარლამენტის დელეგაციის წევრებმა ევროპარლამენტარებს, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობაზე და 2022-2023 წელს განსახორციელებელ რეფორმებთან დაკავშირებით, ინფორმაცია მიაწოდეს.
„ევროპარლამენტარებთან შეხვედრებისას აღინიშნა, რომ ჩვენი ამბიციური ამოცანაა, საქართველოს 2024 წლისთვის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ორი მესამედი ჰქონდეს შესრულებული. ამ მხრივ, ჩვენ ევროპარლამენტარებისგან სრული მხარდაჭერა მივიღეთ. მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ განაგრძოს ასოცირების ხელშეკრულების შესრულება, რაც ევროკავშირთან კიდევ უფრო დაგვაახლოვებს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
მისი თქმით, შეხვედრებზე საუბრის კიდევ ერთი თემა ჟან მონეს დიალოგი იყო.
„ჟან მონეს დიალოგთან დაკავშირებით საკმაოდ ნაყოფიერი საუბარი გვქონდა მარია კალიურანდთან. ჩვენ შევთანხმდით, რომ პარლამენტის თავმჯდომარეების გადასაწყვეტია რა ფორმით უნდა გაიმართოს ეს დიალოგი და დაველოდებით მათ პირველ შეხვედრას“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ბრიუსელში შეხვედრებს მართავს, სადაც განხილვის მთავარი თემა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობის დღის წესრიგია.