კიბოს წამალი ამ ბოსტნეულშია! - ნუტრიციოლოგი მამუკა რაშოიანი
1763844165
მმართველ გუნდში Eagle Hills წინააღმდეგ დაწყებულ დეზინფორმაციულ კამპანიაზე და კონკრეტული ძალების ინტერესებზე კიდევ ერთხელ საუბრობენ. ამჯერად, აქცენტი კეთდება იმ ონლაინ მედიებზე, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან.
საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების შემდეგ, გარე ძალების დაფინანსება ახლა ონლაინ მედიებისკენ არის მიმართული, რომლებიც ხელისუფლების საწინააღმდეგო კამპანიისა და დეზინფორმაციის გავრცელების მიზნით თანხებს იღებენ, მათ შორის, კონკრეტული ქვეყნების საელჩოებისგანაც. "კურიერმა" რამდენიმე ფონდს წერილიც მიწერა.
ამასთან, "კურიერი" ესაუბრა ონლაინ-მედია "მთის ამბების" რედაქტორსაც, თუმცა, მან ჩვენთან საუბარზე უარი განაცხადა.
"მე არ ვპასუხობ და თქვენთან არანაირი კომუნიკაციის სურვილი არ მაქვს. რუსულ დავალებებს ვინც ასრულებს, მასთან კომუნიკაცია არ მაქვს. ნახვამდის," - ამბობს ჟურნალისტი, "მთის ამბების" რედაქტორი, გელა მთივლიშვილი.
რაც შეეხება ოპოზიციის შეფასებებს, პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრი, გიგა ფარულავა მნიშვნელოვანია, Eagle Hills-ის ინვესტიციასთან დაკავშირებულ ყველა კითხვას პასუხი გაეცეს.
"ინვესტიციები ჩვენი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი მოცულობის და ინტერესის მქონე ინვესტიციების დროს, როდესაც ინვესტორს გადაეცემა საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტერიტორია, ბუნებრივია, კორუფციის რისკები არსებობს. ჩვენ ვითხოვთ, რომ კონკრეტული შეთანხმება, მისი თითოეული პუნქტი უნდა იყოს საჯარო, იმისთვის, რომ საზოგადოებას არ დარჩეს კითხვის ნიშნები," - აღნიშნავს პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრი, გიგა ფარულავა.