მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული შეიწყალა
1737302050
„ჩვენ ვიდავეთ და დავმარცხდით. არ ვცდილობთ პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას, მაგრამ კომპენსაცია უნდა დაკმაყოფილდეს მხოლოდ ცალკეული ანგარიშების აქტივებიდან“, — განაცხადა ბერმუდის უზენაეს სასამართლოში შვეიცარიული ბანკის, Credit Suisse-ს ადვოკატმა ჯონათან ქროუმ ბიძინა ივანიშვილთან წარმოებულ სასამართლო დავის შესახებ.
ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ს მისი ერთ-ერთი ყოფილი ბანკირის მიერ თაღლითობის სქემის გამო უჩივის, ზარალის ახალი შეფასებით დაახლოებით 607 მილიონი დოლარი დაკარგა, რაც თითქმის 10%-ით აღემატება სასამართლოს მარტის გადაწყვეტილებაში ასახულ რაოდენობას.
Credit Suisse Life-ის (ბერმუდის) ადვოკატმა განაცხადა, რომ არ ეწინააღმდეგებოდა ჰარგუნის გადაწყვეტილებას და აღიარებდა 607 მილიონი დოლარის შესწორებულ მაჩვენებელს.
სასამართლო მოსმენაზე მოსამართლემ გააკრიტიკა Credit Suisse Life და თქვა, რომ ბანკის სიცოცხლის დაზღვევის განყოფილებამ „თვალი დახუჭა“ თაღლითის, პატრის ლესკოდრონის დანაშაულზე.