დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
პაპუაშვილი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, გადადგას ეფექტური და მტკიცე ნაბიჯები, რათა შეაჩეროს რუსეთის მხრიდან სრულმასშტაბიანი კონფლიქტის ესკალაცია და უზრუნველყოს საერთაშორისო ნორმების დაცვა.
„სამწუხაროდ, უკრაინაში ომის თავიდან აცილება ვერ მოხდა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, გადადგას ეფექტური და მტკიცე ნაბიჯები, რათა შეაჩეროს რუსეთის მხრიდან სრულმასშტაბიანი კონფლიქტის ესკალაცია და უზრუნველყოს საერთაშორისო ნორმების დაცვა. ჩვენ ვდგავართ უკრაინასთან ამ მძიმე პერიოდში“,- წერს პაპუაშვილი.
Unfortunately, the war in #Ukraine could not be avoided. We once again call on international community to make effective & firm steps to stop Russia escalating into a full-scale conflict & ensure the protection of international norms.
— Shalva Papuashvili (@shpapuashvili) February 24, 2022
We stand with 🇺🇦 in these difficult times.