„ჩემი ანგელოზი 24 წლის ასაკში წავიდა ამ ქვეყნიდან…” - ტრაგედია ვანო მაჭავარიანის ოჯახში
1734586697
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ თიბისი ბანკისა და საქართველოს ბანკის ერთობლივი გადაწყვეტილება მედიასთან შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, ბანკების ეს გადაწყვეტილება იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ბიზნესის საქმიანობა თავისუფალია.
„თუ ხაზარაძე და რომელიმე ბანკირი, რაიმეს გაიმეტებენ, რომელიც ამ ქვეყანას მოჰპარეს თავის დროზე, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, როდესაც ადამიანებს ბიზნესებს ართმევდნენ, ეს მხოლოდ კარგი იქნება. მაგრამ ის,რომ დღეს ასეთი განცხადებები კეთდება და ამის უფლება და საშუალება აქვთ, ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ სწორედ ამით განვსხვავდებით „ნაციონალური მოძრაობისგან, რომ ჩვენს ქვეყანაში არა მხოლოდ თავისუფალია ბიზნესის კეთება, არამედ თავისუფალია ბიზნესის საქმიანობა“, - აღნიშნა ბოჟაძემ.
ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა და ერთობლივად 5 000 000 ლარს გამოყოფენ.