ჩვენ საქართველოს მივანიჭეთ კანდიდატის სტატუსი, ვაღიარებთ ქართველი ხალხის ნებას - ანა ფოტიგა

ანა ფოტიგა

"ჩვენ საქართველოს მივანიჭეთ კანდიდატის სტატუსი, ვაღიარებთ ქართველი ხალხის ნებას" - ამის შესახებ განცხადება ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ გააკეთა. მისი თქმით, "გამჭვირვალობის" შესახებ კანონის ხელახალი შემოღებით, ქართველი ხალხის ნება დაირღვა.

"ჩვენ საქართველოს მივანიჭეთ კანდიდატის სტატუსი, ვაღიარებთ ქართველი ხალხის ნებას. ქართველი ხალხის ნება უკვე მძიმედ დაირღვა ე.წ. უცხო აგენტების კანონის ხელახალი შემოღებით. ისინი უნდა დაისაჯონ. ჩვენ უნდა განვიხილოთ მიზანმიმართული სანქციები, შესაძლოა, ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და მოვუწოდოთ მიშა სააკაშვილის გათავისუფლება." - განაცხადა ანა ფოტიგამ.

შეგახსენებთ, ევროპელი კანონმდებლები, სავარაუდოდ, დღეს უნდა შეჯერდნენ, რა ჩაიწერება ევროპარლამენტის რეზოლუციაში საქართველოს რეზონანსულ კანონპროექტთან დაკავშირებით. ხვალ კი კენჭისყრა იგეგმება.