როგორი ამინდი იქნება ახალი წლის ღამეს - ნახეთ, 31 დეკემბრის ამინდის პროგნოზი
1735155462
მმართველი გუნდი ოპოზიციის ანტიეროვნულ მიზნებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მათ შორის განსხვავება მხოლოდ საარჩევნო ნომერი და პარტიის ლოგოა. დღეს გამართულ ბრიფინგზე "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძისა და გახარიას გუნდების ერთობლივ ქმედებებზე გააკეთა აქცენტი, რომლებიც მამუკა მდინარაძის შეფასებით, ქვეყნის გარედან იმართება.
ხაზარაძის კონტექსტში მდინარაძემ გაიხსენა, მათ შორის, "ნაციონალური მოძრაობის" დროს ღამის საათებში გადაფორმებული ქონებებისა და ბიზნეს წილების შემთხვევები. გიორგი გახარიამ კი, როგორც მამუკა მდინარაძე ამბობს, "ოცნების" ხელისუფლებაში საკვანძო თანამდებობებზე ყოფნის დროს, არაერთხელ სცადა მთავრობის იმიჯის მიზანმიმართული დაზიანება.
"ოცნების" განცხადებებს უკვე უპასუხეს ოპოზიციაში და ეს განცხადებები 26 ოქტომბრის არჩევნებში დამარცხების შიშს დაუკავშირეს.
"ხელისუფლებამ ძალიან კარგად გაიგო, რომ ის აგებს 26 ოქტომბრის არჩევნებს. რაც სიმართლეა და რაც ძალიან აშფოთებს "ქართულ ოცნებას" არის ის, რომ დღეს ქართველი ხალხის ნებას გამოხატავს "ძლიერი საქართველო" და ოპოზიცია. საქართველოს მოქალაქეებს ვაძლევთ რეალურ შესაძლებლობას, რომ არჩევნებში აირჩიონ წარსულის რეალური ალტერნატივა," - აცხადებს კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი.
პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, ბექა ლილუაშვილი ამბობს, რომ მმართველი გუნდი მათ პარტიას მთავარ საფრთხედ მიიჩნევს იმიტომ, რომ მათ "ნაცმოძრაობისა" და "ოცნების" დამარცხება ერთდროულად შეუძლიათ.
"იძახიან, რომ ჩვენი პარტიისთვისო და "ქართული ოცნებისთვისო" "ნაციონალურ მოძრაობაზე" უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენსო და მართალია. "ოცნებას" აქვს უზარმაზარი შიში და დიახ, ჩვენ ვართ ის ძალა, რომელიც ამ ქვეყანაში "ნაციონალურ მოძრაობასაც" და "ქართულ ოცნებასაც" - ერთი და იგივე მონეტის ორ მხარეს, ორივეს ერთად დაამარცხებს," - აცხადებს ბექა ლილუაშვილი.
"ქართული ოცნების" შიშებზე ისაუბრა პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თამარ კორძაიამაც.
"ჩვენ ნამდვილად საფრთხეს წარმოვადგენთ "ქართული ოცნებისთვის" ამ არჩევნებზე, რადგან ისინი ჩვენს წინაშე დამარცხდებიან. ეს არის შიშები, იმიტომ, რომ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა" მათ დაამარცხებთ," - აცხადებს თამარ კორძაია.