"ჩვენ მოგვიწია "მეგობარი აქტის" მიღება ამერიკაში, რაც არის ძალიან სერიოზული ნაბიჯი" - სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, "მეგობარი აქტი" არის ამერიკის პასუხი, როგორც მეგობრის. მისი განმარტებით, ეს ძალიან სერიოზული ნაბიჯია.

"ჩვენ მოგვიწია "მეგობარი აქტის" მიღება ამერიკაში, რაც არის ძალიან სერიოზული ნაბიჯი. ვერ ვიტყვი, რომ უნდა გვიხაროდეს დღეს იმის გამო, რომ დასანქცირდა არა მხოლოდ ის პირები, რომლებიც არიან პასუხისმგებელი იმაზე თუ რა ხდება ქვეყანაში. მაგრამ, იმით, რომ რეალურად საქართველოს მიმართ არის ასეთი გადაწყვეტილება. ეს არის ამერიკის პასუხი, როგორც მეგობრის", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განმარტებით, მომავალ კვირას ისინი აშშ-ში ვიზიტს გეგმავენ, რათა სენატშიც "მეგობარ აქვს" ორპარტიული მხარდაჭერა ჰქონდეს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გეგმას ვიზიტს აშშ-ში მომავალს კვირას, მათ შორის, სწორედ იმისთვის, რომ ვიმუშაოთ განსაკუთრებული ინტენსივობით სენატთან, ზედა პალატასთან იმისათვის, რომ სენატშიც იყოს ასეთი ორპარტიული მხარდაჭერა. იცით, რომ "მეგობარი აქტის" ინიციატორი, საქართველოს უდიდესი მეგობარი ჯო ვილსონია, რომელი ბოლოს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე ვნახე, სადაც ის საქართველოს და აშშ-ის დროშებით ბროშებს არიგებდა მსოფლიო ლიდერებისთვის. მათგან ერთ-ერთი მეც მისახსოვრა", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

”კოალიცია ცვლილებისთვის” თანათავმჯდომარის, ნიკა გვარამიას განცხადებით, "მეგობარი აქტის" მხარდაჭერით, ამერიკის კონგრესმა მიიღო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება

"მინდა მივულოცო საქართველოს დემოკრატიას და ყველა ქართველს დღევანდელი დღე. ამერიკის კონგრესმა მიიღო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება - ორპარტიული, შეთანხმებული გადაწყვეტილება, რომ "მეგობარი აქტი" იყოს მიღებული. დარჩა ორი ნაბიჯი, რომელიც როგორც წესი ყოველთვის იდგმება ამ ტიპის გადაწყვეტილებების შემდეგ", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

”ლელო - ძლიერი საქართველოს” გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, მათ პარტიას "მეგობარი აქტის" მიღების პორცესში დიდი წვლილი აქვს შეტანილი.

"ის საკითხები, რაზეც კოალიცია "ლელო - ძლიერი საქართველო", ჩვენი საგარეო მდივანი, გრიგოლ გეგელია და სხვა პოლიტიკოსები მუშაობენ თვეების თუ წლების განმავლობაში, სრულდება ლოგიკური შედეგით. დიდი ხნის განმავლობაში, რამდენიმე საერთაშორისო ვიზიტით აშშ-ში, მაღალი პოლიტიკური რანგის შეხვედრებით ვიმუშავეთ მარტივი მოცემულობისთვის, რომ პერსონალური, ინდივიდუალური პასუხისმგებლობები დაეკისრებოდა ივანიშვილს და მის რეჟიმს", - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.