ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი და ამოცანა - ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით, ამისთვის სრული მზაობა გვაქვს, დაველოდებით ამერიკელების პოზიციას - ირაკლი კობახიძე

კობახიძე

ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი და ამოცანა - ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამაში თავის წვლილს შეიტანს მიხეილ ყაველაშვილის შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან.

„ძალიან კარგია, რომ ეს შეხვედრა შედგა. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი და ამოცანა - ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით. იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრაც ამაში თავის წვლილს შეიტანს. ჩვენ სრული მზაობა გვაქვს ამისთვის. დანარჩენი, დაველოდებით ამერიკელების პოზიციას”, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.