სიახლე მგზავრებისთვის, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება
1758915992
ვილნიუსის საერთაშორისო აეროპორტმა დრონების სავარაუდო შეღწევის გამო მოკლე პერიოდით მუშაობა ორჯერ შეაჩერა. ინფორმაციას ლიეტუვური მედია ავრცელებს.
როგორც „ლიეტუვის აეროპორტების“ წარმომადგენელმა რასა პეტრაუსკაიტემ განაცხადა, შემთხვევა გუშინ მოხდა. საჰაერო სივრცე ადგილობრივი დროით 19:14 დაიკეტა, ხოლო 19:37 გაიხსნა.
„სავარაუდოდ, დრონები დააფიქსირეს, ამიტომაც დროებით დაკეტეს საჰაერო სივრცე. ერთ თვითმფრინავს გაფრენა დააგვიანდა“, - თქვა პეტრაუსკაიტემ.
მისი განცხადებით, პოლონური ავიაკომპანია LOT Polish Airlines-ის რეისი გადაიდო.
ვილნიუსის პოლიციაში განაცხადეს, რომ 19:17 მათ მიიღეს შეტყობინება აეროპორტთან სიახლოვეს, ცაში მფრინავი უპილოტო საფრენი აპარატის შესახებ. სამართალდამცველები ადგილზე გამოცხადნენ, თუმცა ვერაფერი აღმოაჩინეს.
პეტრაუსკაიტეს თქმით, ეს დრონებთან დაკავშირებით ერთ დღეში მეორე ინციდენტი იყო. მანამდე აეროპორტი მოკლე დროით დღისით დაიკეტა.