1744002807
ჩვენ გავამკაცრეთ კანონმდებლობა ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით და მნიშვნელოვანია, რომ ამას ფეხდაფეხ გაჰყვეს შსს-ს კიდევ უფრო მეტად გააქტიურება - ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა, რასაც ჩვენი ქვეყანა უნდა ებრძოდეს - ირაკლი კობახიძე

ჩვენ გავამკაცრეთ კანონმდებლობა ამ სფეროში და მნიშვნელოვანია, რომ ფეხდაფეხ ამას გაჰყვეს შსს-ს კიდევ უფრო მეტად გააქტიურება. არის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა, რასაც ჩვენი ქვეყანა უნდა ებრძოდეს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ბათუმში.
პრემიერის თქმით, აღნიშნულ საკითხზე მაქსიმალური ყურადღება იქნება მიმართული მომავალშიც.
„პრაქტიკაში კანონის რეალიზება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კანონის გამკაცრება. ჩვენ გავამკაცრეთ კანონმდებლობა ამ სფეროში და მნიშვნელოვანია, რომ ფეხდაფეხ გაჰყვეს ამას შსს-ს კიდევ უფრო მეტად გააქტიურება. ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა, რასაც ჩვენი ქვეყანა უნდა ებრძოდეს და შესაბამისად, მომავალშიც მაქსიმალური ყურადღება იქნება მიმართული იქითკენ, რომ ჩვენ დავამარცხოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი სენი. ეს საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა პრემიერმა.