„მან 17 ადამიანს ჯოჯოხეთი მოუწყო დედამიწაზე...“ - შატილის ტრაგედიისას დაღუპული კაცის შვილი
1690749992
ამერიკული FARA-ს ქართული ანალოგის შექმნის წინაპირობასა და აუცილებლობაზე ისაუბრა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის ქართული კანონი, რომელიც უცხოური თანხების საქართველოში შემოდინების გამჭვირვალობას ეხებოდა, ქვეყნის წინაშე მდგარი ახალი გამოწვევებისათვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
შესაბამისად, როგორც დეპუტატი აცხადებს, ქართულ რეალობას მორგებული FARA-ს ანალოგი, წინ აღუდგება ქვეყანაში უცხოური ფულის არალეგიტიმური მიზნებისთვის შემოსვლას.
„ის გამჭვირვალობა, რომელიც ჩვენი კანონის თანახმად გვინდოდა საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო, საკმარისი არ არის ყველა იმ უცხოური თანხის წარმომავლობის განსახილველად და საზოგადოების სამსჯავროზე გამოსატანად, რაც რეალურად არსებობს.
ჩვენ FARA-ს ზუსტ თარგმანს ვაინიციირებთ, რომელიც განხილვების შედეგად მოერგება ქართულ რეალობას, იმისათვის, რომ არ მოხდეს ქვეყანაში არც შავი ფულის შემოსვლა და არც ნებისმიერი თანხის არალეგიტიმური მიზნებით გამოყენება," - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.