ავარია ავტობანზე - სკოლის ექსკურსიის მიკროავტობუსი, რომელსაც ბავშვები გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა
1749450613
საქართველოს მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით სტრასბურგის რეზოლუცია გათვალისწინებული არ იქნება - აცხადებს "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი და თბილისის მერი.
კახი კალაძე განმარტავს, რომ ეს ნაბიჯი საქართველოს სახელმწიფოსთვის დამაზიანებელი იქნება, რის გამოც ის არ შესრულდება.
"ჩვენ არ მივუერთდებით სანქციებს, იმიტომ, რომ ეს აზიანებს ქვეყანას, ეკონომიკას და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. დავიცავთ საქართველოს ინტერესებს. სანქციებზე მიერთება ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკის დანგრევას, საქართველოს გაღატაკებას, ეს ვისზე აისახება? - რიგითი ადამიანების ოჯახებზე, ჯიბეებზე," - განაცხადა კახა კალაძემ.