ჩვენ არ მივდივართ ბრიუსელში ეროვნული ინტერესების დასაცავად, მივდივართ გულწრფელობის, ნდობის საფუძველზე კომპრომისების მისაღწევად, რაც სარგებლის მომტანია ყველა წევრისთვის - პეტერ ფიშერი

ერნსტ პეტერ ფიშერი

საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ევროკავშირის მინისტერიალთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურება.

„ევროკავშირის შესახებ. ჩვენ არ მივდივართ ბრიუსელში ეროვნული ინტერესების დასაცავად. ჩვენ მივდივართ შეთანხმებების და კომპრომისების მისაღწევად გულწრფელობის და ნდობის საფუძველზე, რაც ღირებულების და სარგებლის მომტანია ყველა წევრისთვის ერთობლივად. თამაში პოზიტიური ჯამით. ეს არის „ევროპული სულისკვეთება“, – წერს გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი სოციალურ ქსელ X-ში.