კოსმოსში ჩარჩენილ ორ ასტრონავტზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება
1736582259
ევროინტეგრაციასა და აშშ-თან ურთიერთობებზე დამთრგუნველი ეფექტი აქვს უკრაინაში ომს და არჩევნებს. იყო მოლოდინი, რომ საქართველო ამ ომის ფარგლებში წავიდოდა ესკალაციაზე რუსეთთან, ვნახეთ ეს მოთხოვნები და თავიდანვე განვაცხადეთ უარი, რადგან ყველა ქვეყანა საკუთარი შესაძლებლობების მიხედვით უნდა დაუდგეს გვერდში უკრაინას, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
„ჩვენ, როგორც ნატოს არაწევრი ქვეყანა, ვერ მოვიქცევით ისე, როგორც იქცევა ლიეტუვა, ან ესტონეთი. როდესაც ლიეტუველი და ესტონელი პოლიტიკოსები ჩვენ მიგვითითებენ როგორ მოვიქცეთ, როცა მათ ნატოს მხარდაჭერა აქვთ და ჩვენ მატო ვართ, ეს არაკეთილსინდისიერია.
მეორე ხელისშემშლელი ფაქტორი არის არჩევნები. ჩვენ ვხედავდით არჩევნებამდე, რომ ძალიან გახშირდა არადემოკრატიული განცხადებები საქართველოს მიმართ, როდესაც უცხოელი აქტორების მხრიდან საუბარი იყო ქართველი ხალხის სახელით. ქართველი ხალხის ხელისუფლებას გვესაუბრებოდნენ ქართველი ხალხის სახელით. ამ არჩევნებში გამოჩნდა ქართველ ხალხს რაც უნდოდა.
უცხოელები გვიჩიჩინებდნენ, რომ 5% -იანი ბარიერი მაღალი იყო და უნდა დაგვეწია, აღმოჩნდა, რომ 4 პარიას შეუძლია გადალახოს 5% -იანი ბარიერი. არ არის ეს დემოკრატიის ზეიმი, რომ 5 პარტია იქნება წარმოდგენილი პარლამენტში.
მნიშვნელოვანია, რომ მათაც გააცნობიერონ, თუ სად დგას ქართველი საზოგადოება. ამ პოზიციებიდან ჩვენ მზად ვართ, რომ ნებისმიერ მომენტში ვისაუბროთ ურთიერთობის გადატვირთვაზე, მომავალ გეგმებზე, ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე, არც იყო ჩვენი წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა.
ჩვენ 2020 წელს წინასაარჩევნოდ ვიყავით ერთადერთი პარტია, რომლის მთავარი საარჩევნო დაპირება იყო ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანა. ჩვენ ისე ვასრულებთ ამ 4 წლიან პერიოდ, რომ განაცხადიც შევიტანეთ და კანდიდატის სტატუსიც მივიღეთ. ახალი დაპირება ის არის, რომ 2030 წელს საქართველო იქნება ყველაზე მომზადებული ქვეყანა ევროკავშირში წევრობისთვის“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.