ხანძრის დროს დაღუპული 5 ბავშვიდან, ყველაზე პატარა 4 თვისაა - ახალი დეტალები ტრაგედიის ადგილიდან
1736076745
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი სი ძინპინი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს ახალ წელს ულოცავს.
სი ძინპინი მიხეილ ყაველაშვილს მისალოც ბარათს უგზავნის. „ბედნიერი ახალი წელი!“ – აღნიშნულია მისალოც ბარათზე.
ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს რიგით მეექვსე პრეზიდენტია. ინაუგურაციის ცერემონია პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაიმართა.
საარჩევნო კოლეგიის წევრების მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა ფიცი სპეციალურად ამ დღისთვის დაბეჭდილ საინაუგურაციო კონსტიტუციაზე დადო, რომელიც პარლამენტის მუზეუმში შეინახება. ინაუგურაციას საარჩევნო კოლეგიის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობა, კონსტიტუციური ორგანოები და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრები დაესწრნენ. პარლამენტში იმყოფებიან მიხეილ ყაველაშვილის ოჯახის წევრებიც.
ახალმა პრეზიდენტმა საკუთარ გამოსვლაში რამდენიმე ძირითად საკითხზე ისაუბრა და განსაკუთრებულად გამოყო მისი მთავარი მიზანი – ქართველი ერის გაერთიანება.