ჩინეთი ყოველთვის პატივს სცემდა ქართველი ხალხის არჩევანს და გულწრფელად უსურვებს საქართველოს, იყოს სტაბილური და აყვავებული - ჩინეთის საგარეო უწყება

ჩინეთის საგარეო უწყება

"ქართულ ოცნებას" საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს ჩინეთი.

"ჩინეთი ყოველთვის პატივს სცემდა ქართველი ხალხის არჩევანს და გულწრფელად უსურვებს საქართველოს, იყოს სტაბილური და აყვავებული", - ასე გამოეხმაურა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, ლინ ძიენი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს.

"ჩინეთი მზადაა, იმუშაოს ყველა მხარესთან, რათა ხელი შეუწყოს ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების უწყვეტ განვითარებას", - განაცხადეს ჩინეთის საგარეო უწყებაში.