პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
"ჩემთვის უდიდესი პატივია მაცხოვრის საფლავის რაინდის ორდენისა და მაცხოვრის ძელიცხოველის გამშვენებული ჯვრის გადმოცემა" - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მისთვის გამონაკლისის სახით გადაცემულ ჯილდოს, რომელიც იერუსალიმის საპატრიარქო იშვიათ შემთხვევებში გასცემს...
"ჩემთვის უდიდესი პატივია მაცხოვრის საფლავის რაინდის ორდენისა და მაცხოვრის ძელიცხოველის გამშვენებული ჯვრის გადმოცემა.
ამ ორდენის მონიჭება, ამავე დროს, განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა.
მსურს, დიდი მადლიერება გამოვხატო იერუსალიმის პატრიარქის, მისი უნეტარესობა თეოფილოს III-ისადმი ამ ძალზე იშვიათი ჯილდოსთვის.
მე ამ ჯილდოს მივიჩნევ აღიარებად ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ერთგულებისა იმ უზენაესი ფასეულობებისადმი, რომელთაც მთელი ჩვენი ისტორია და დღევანდელობა ეფუძნება და რომელმაც ჩვენი ხვალინდელი დღეც უნდა განსაზღვროს." - წერს პრემიერი.