ჩემს პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ, რომ არ ვიყავი უფრო ხმამაღალი, როდესაც გახარიასთან საკრებულოების თანამშრომლობა შედგა - ანი წითლიძე

ანი წითლიძე

"ჩემს პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ, რომ მე არ ვიყავი უფრო ხმამაღალი და მკვეთრი, როდესაც გახარიასთან საკრებულოების თანამშრომლობა რამდენიმე წლის წინ შედგა", - ამის შესახებ "ღამის კურიერის" ეთერში "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ანი წითლიძემ განაცხადა.

წითლიძის თქმითვე, გიორგი გახარია, პარლამენტში შესვლით, დაშლილი პარტიის გადარჩენას ცდილობს.

"რაც შეეხება გახარიას და მათ პარლამენტში შესვლას, როგორიც არ უნდა იყოს, ჩვენი ყოფილი პარტნიორები კი, "ქართულ ოცნებაშიც" იყო და სუპერძალოვან მინისტრს ეძახდნენ, მაგრამ ჩემს პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ და არასდროს არ გავქცევივარ პასუხისმგებლობას, რომ მე არ ვიყავი უფრო ხმამაღალი და მკვეთრი, როდესაც გახარიასთან ეს თანამშრომლობა საკრებულოების რამდენიმე წლის წინ შედგა, მიუხედავად ჩემი პოზიციისა და მიუხედავად იმისა, რომ წინააღმდეგი ვიყავი და გადაწყვეტილების მიმღები მე არ ვყოფილვარ მაშინ, არ აქვს ამას არანაირი მნიშვნელობა, პასუხისმგებლობა ჩემზეც არის, იმიტომ, რომ "ქოცი" რჩება "ქოცად", ყოფილი "ქოცი" არ არსებობს, ამ შემთხვევაში გახარიამ ეს დაამტკიცა, გახარიას ჰქონდა შანსი, მას შემდეგ, რაც გამოაგდეს "ქართული ოცნებიდან", კობახიძესთან წააგო შიდა ომი და ღარიბაშვილთან, ჰქონდა შანსი, რომ ყოფილიყო პროდასავლური ოპოზიციის ნაწილი. აღმოჩნდა, რომ ამ ადამიანს სულ არ აინტერესებს ეს ყველაფერი, მისთვის მთავარი არის კომფორტი, სულ რაღაც სუპერძალოვანი მინისტრობიდან სუპერგაქცეულ ადამიანამდე დავიდა და ახლა იმისთვის, რომ თავი გადაირჩინოს, გადაწყვიტა, რომ ეს არის მისი გამოსავალი, რომ გადარჩეს, რომ შევიდეს ე.წ. პარლამენტში", - აცხადებს ანი წითლიძე.