თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1732599801
უკრაინაში გასამგზავრებელ ქართული დელეგაციის წევრები ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრობენ.
მათ ოპტიმისტური მოლოდინები აქვთ და იმედოვნებენ, რომ ვიზიტი საქართველო-უკრაინის ურთიერთობებისთვის დადებითი შედეგების მომტანი იქნება. ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან შეფასებები გაკეთდა ასევე "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილების შესახებ, არ მიიღოს მონაწილეობა დელეგაციაში.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი, ვახტანგ მეგრელიშვილი იმ მიზნებზე საუბრობს, რაც მას ამ ვიზიტის ფარგლებში აქვს.
"მინდა, რომ რაღაცნაირად მესიჯი მივიტანოთ უკრაინელებთან, რომ ჩვენ იქ მათთან ერთად ვართ ერთი და მეორე, როგორ ვთანამშრომლობთ მათთან ერთად ევროინტეგრაციის გზაზე. ეს არის ჩემი მიზანი, ამ შეხვედრიდან გავარკვიო, თუ დარჩა რამე პრეტენზია უკრაინულ მხარეს ქართულ მხარესთან და მეორე, როგორ ვმუშაობთ ერთად, ამოიწურა თუ არა ჩვენს შორის გაუგებრობები. ეს არის ჩემი ინტერესი," - აცხადებს ვახტანგ მეგრელიშვილი.