1759253280
„ჩემი გადაწყვეტილება ასეთია, რომ ჩემს უბანს ზუსტად ის შევმატო, რასაც ამ ქალაქის განვითარებაში დიდი წვლილის შეტანა შეუძლია“ - „ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი

„ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი, შალვა მაისურაძე "კურიერის" ეთერში განმარტავს, რატომ უნდა დაუჭიროს მხარი ამომრჩეველმა "ქართულ ოცნებას," ხოლო ნაძალადევის მოსახლეობამ კი, პირადად მას.
„უალტერნატივო ძალაა „ქართული ოცნება,“ უალტერნატივო მერი ჰყავს ქალაქ თბილისს კახა კალაძის სახით. გაგრძელდება ქალაქის შენება, განვითარება და კეთილდღეობა. ჩემი გადაწყვეტილებაც ასეთია, რომ ჩემს უბანს ზუსტად ის შევმატო, რასაც ამ ქალაქის განვითარებაში დიდი წვლილის შეტანა შეუძლია, რასაც აკეთებს დღევანდელ დღეს „ქართული ოცნება“ და კახა კალაძის გუნდი“, - აღნიშნა შალვა მაისურაძემ.