ჩემი დამოკიდებულება ქვეყნის ინტერესის დაცვისა, სხვა ფორმით იქნება და რა თქმა უნდა, განსხვავებული იმ პოზიციიდან, რა პოზიციაში მე, როგორც პარლამენტის წევრი და „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი ვიყავი - მიხეილ ყაველაშვილი

ყაველაშვილი

ჩემი დამოკიდებულება ქვეყნის ინტერესის დაცვისა, სხვა ფორმით იქნება და რა თქმა უნდა, განსხვავებული იმ პოზიციიდან, რა პოზიციაში მე, როგორც პარლამენტის წევრი და „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი ვიყავი, - განაცხადა საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

კითხვაზე, შეძლებს თუ არა ახლად არჩეული პრეზიდენტი გაუმკლავდეს შიდა თუ გარე წნეხს ისე, რომ ეროვნული ინტერესები ბოლომდე დაიცვას, ყაველაშვილმა განაცხადა, რომ „წესებისადმი პატივისცემა უმნიშვნელოვანესია“.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია წესები. ამაზეც მკაფიოდ მინდა ხაზი გავუსვა, რომ როდესაც ევროპაზეა საუბარი და რატომ გვინდა, ჩვენ ევროპის ქვეყანა გავხდეთ - 3-ათასწლოვანი გამოცდილება როდესაც აქვს ქვეყანას, რიგ შემთხვევაში საკმაოდ გამართული ქვეყანა იყო, რა თქმა უნდა, ეს წესებზე დამყარებული ქვეყანა იყო, წესების პატივისცემაზე მაქვს საუბარი. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ წესებისადმი პატივისცემა - ეს უმნიშვნელოვანესია და ის, როლი, რომელიც მიმაჩნია, რომ პრეზიდენტმა შეიძლება, ითამაშოს და ის ფორმა, რომელზეც მე ვსაუბრობ, გამოკვეთილი კონსტიტუციურად და ის შესაძლებლობები, რომელსაც ვხედავ, სხვა ფორმით იქნება ჩემი დამოკიდებულება ქვეყნის ინტერესის დაცვისა და რა თქმა უნდა, განსხვავებული იქნება იმ პოზიციიდან, რა პოზიციაში მე, როგორც პარლამენტის წევრი და „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი ვიყავი“, - განაცხადა ყაველაშვილმა.