1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი პოლიტიკურ პარტიებად იქცა, ოპოზიციაში ეხმაურებიან. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი არ უარყოფს, რომ "ენჯეოებსა" და პოლიტიკას შორი ზღვარი ნაწილობრივ წაშლილია.
"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებით, სჯობს პოლიტიზებული არასამთავრობოები პოლიტიკოსები გახდნენ და თქვან, რომ დამოკიდებულება შეიცვალეს.
"ჩემი აზრით, პოლიტიკოსები უნდა გახდნენ, იმიტომ, რომ ასე დარჩენა, იყო თან პოლიტიკაში და გერქვას, რომ მე არასამთავრობო ვარ, ანუ რაღაც სხვა ვარ, რომელსაც პოლიტიკაში ჩარევა არ შეუძლია, მაგრამ პოლიტიკაში ნამდვილად ერევი - ეს შეუსაბამობაა. მათ მოვუწოდებ ამის აღიარებისკენ და იმის თქმისკენ, რომ შეიცვალეს დამოკიდებულება და ახლა აქტიურ პოლიტიკაში მონაწილეობენ. ამაში არაფერია სამარცხვინო და ცუდი, ცუდი და საძრახი საქციელია ტყუილი, როდესაც რაღაცაში ხარ და ამბობ არ ვარო, ამიტომ ეს მერე პრობლემა იქნება, ვინც არ უნდა თქვას," - აცხადებს იაგო ხვიჩია.
"მოქალაქეების" წევრის ლევან იოსელიანის განცხადებით, ცოტა უცნაურია, როდესაც პოლიტიკური მოთხოვნების ავანგარდში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები გვევლინებიან და მათ პოლიტიკისგან მეტ დისტანცირებას ურჩევს.