იანვრიდან პენსია დაგეგმილზე მეტად გაიზრდება - ნახეთ, ვინ რამდენს მიიღებს?
1735329431
რეალურად, თქვენ იცით, რომ ჩვენი რეიტინგი არის დაახლოებით 60 პროცენტი. ასეთ პირობებში ოპოზიციურ ტექნიკურ მთავრობაზე საუბარი არის ფარსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, არჩევნები ჩატარდება ჩვეულებრივად, ნოემბრის ბოლოს დეკემბრის დასაწყისში შედგება პარლამენტის პირველი სხდომა, დაკომპლექტდება ნორმალური მთავრობა და არა ე.წ. ტექნიკური მთავრობა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის განვითარებას.
ის გეგმა, რაც არის წარმოდგენილი, რომელსაც არ უწერია განხორციელება, ნიშნავს ზუსტად ერთი წლით ქვეყნის საერთოდ გაჩერებას და ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყნის ომში ჩართვას, ქვეყნის არევას. ეს არის მათი გეგმა, მათი დავალება და მიზანი, რომელსაც განხორციელება არ უწერია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ტექნიკურ მთავრობას არჩევნებამდე დაასახელებს.