რაზე მიუთითებს ხორცის ხარშვის დროს ქაფი და უნდა მოვაშოროთ თუ არა იგი - სპეციალისტის რჩევა
1766681310
პრემიერ-მინისტრის ინიციატივა ფასების კონტროლის შესახებ - პროდუქციაზე გაზრდილი ფასების მიზეზებს, მათ შორის, სავარაუდო კარტელური გარიგებების არსებობას, საჯარო ფორმატში შეისწავლის პარლამენტის საგამოძიებო კომისია, რომელიც საგაზაფხულო სესიაზე შეიქმნება.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თორნიკე ჭეიშვილის განმარტებით, საკითხი სიღრმისეულ ანალიზს მოითხოვს.
"ჩატარდა წინასწარი მოკვლევა, შესაბამისი სამუშაოები, რომელმაც გამოავლინა და დაადასტურა ის, რომ საქმე გვაქვს ძალიან მაღალ ფასნამატთან. ბუნებრივია, ეს საჭიროებს სათანადო სიღრმისეულ ანალიზს, რეალურად, რატომ ხდება ის, რომ საქართველოს საზღვრიდან შესაბამისი სუპერმარკეტის დახლამდე ვიდრე მივა პროდუქცია, ფასნამატი, დაახლოებით, 86%-ს შეადგენს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაინტერესდა ამ თემით პრემიერ-მინისტრის მოწოდების შემდგომ და მათ უკვე დაიწყეს ამ საკითხის დამუშავება, ამ თემის კვლევა," - აცხადებს თორნიკე ჭეიშვილი.