ბრიუსელში, ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობით გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა ეხმაურება

evrokavshiri saqartvelo

ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაცია მთავარი გზავნილია იმ განცხადებიდან, რომელსაც ზურაბ ადეიშვილთან დაკავშირებით მედიაში გასული ინფორმაციის საპასუხოდ ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. საუბარია შეხვედრაზე, რომელიც ადეიშვილის მონაწილეობით ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში, ბრიუსელში გაიმართა.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა განცხადებით ადასტურებს, რომ სამშაბათს უკრაინის გენერალურ პროკურორთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც უკრაინის დელეგაციიდან კიდევ რამდენიმე წევრი დაესწრო. ევროკავშირის წარმომადგენლობა მიიჩნევს, რომ სწორედ ამ შეხვედრის სხვაგვარად წარმოჩენაა დეზინფორმაცია.