ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, სადაც საქართველოს საკითხიც განიხილება

ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, სადაც საქართველოს საკითხიც განიხილება

ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომა გაიხსნა, რომელზეც საქართველოს საკითხსაც განიხილავენ.
სხდომა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა გახსნა.

მან მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის მთავარი თემა უკრაინა იქნება.

„ჩვენ ყველამ ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინის მხარდაჭერის საკითხში ვიყოთ საიმედოები, გაბედულები. უკრაინას მხარი დავუჭიროთ, როგორც შეგვიძლია, რა ფასადაც არ უნდა დაჯდეს ეს. ჩვენ გვესმის უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობა“, - განაცხადა მიშელმა.

სხდომას ესწრება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომელმაც ევროკავშირის ლიდერებს გამარჯვების გეგმა უნდა წარუდგინოს და შემდეგ მათ მოსაზრებებს მოუსმინოს.

გარდა ამისა, ევროპული საბჭოს სხდომაზე მოლდოვაში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ამბებს განიხილავენ.