10 მარტს შუქი გაითიშება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი
1773083735
„წარსულში ერთმანეთისთვის ნასროლ ბრალდებებს ნათელი უნდა მოეფინოს, რა რატომ ხდებოდა და მომავალში ჩვენ სიტყვას უფრო მეტი ფასი უნდა მივცეთ იმ ნაწილში, რომ არ შეიძლება ვიღაცისთვის უაპელაციოდ, ჭორის დონეზე, ბიძინას ნაყიდის დაძახება“- ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ბორის ჩელე ყურუამ „დღის ამბებში“ ოპოზიციის ერთობის შესახებ საუბრისას განაცხადა.
ამასთან, აღნიშნა, რომ ზოგადად ნდობის პრობლემა არსებობს. ოპოზიციონერი ნდობის აღდგენას გულწრფელობაში ხედავს, რომელსაც მისი თქმით ალტერნატივა არ აქვს და მიაჩნია, რომ მოკლე ვადაში ცვლილებების მოხდების საშუალება ოპოზიციის მხარეს არ არის.
„ჩვენ ერთადერთი, რითაც შეგვიძლია დავუპირისპირდეთ „ქართულ ოცნებას“, ფული და რესურსი აქეთ მხარეს არ არის, არის სიტყვა. საკუთარ სიტყვას რომ ფასი აქვს და განსაკუთრებით, პოლიტიკოსის სიტყვას ფასი უნდა ჰქონდეს, ეს უნდა გამოჩნდეს მხოლოდ იმით, როგორ ექცევი შენ საკუთარ პირს. შენი საკუთარი პირიდან ამოშვებულ ბგერებს პატივს სცემ თუ არა და ზოგადად, იღებ თუ არა პასუხისმგებლობას ამ ყველაფერზე. დღეს თუ რაღაცას ვიტყვი, ზეგ არ მახსოვს და ზეგ მინდა რომ მთელი ჩემი ნათქვამი დავარესტარტო, ეგ ეგრე არ ხდება- პასუხისმგებლობის აღებით, გულწრფელობით, რასაც რა თქმა უნდა, სჭირდება დრო. გასაგებია, რომ ყველას შეიძლება გვინდოდეს, რომ ხვალ მოხდეს ცვლილებები, ჩემდა სამწუხაროდ ასე უცებ, ასე მოკლე ვადაში, ცვლილებების მოხდების საშუალება აქეთ მხარეს არ არის. კი, შეიძლება სადღაც ურემი გადაბრუნდეს და მაგის იმედზე ვიყოთ, მაგრამ ჩემი აზრით, ქართველებს გვეყოფა შორს ურმის გადაბრუნების ლოდინი და ხელის გაწვდენა. ჩვენ მაგაზე გავლენას ვერ ვახდენთ, ჩვენ ვერ ვეტყვით ამომრჩევლებს, რომ ახლა რომელიღაც ქვეყანაში არჩევნებს უნდა ველოდოთ და იქ კარგი პრეზიდენტი მოვა და ის გვიშველის- არა“-განაცხადა ბორის ჩელე ყურუამ.
10 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
1773084252