რიტუალები 13 იანვრის ღამეს, რომელიც ფულსა და სიმდიდრეს მოიზიდავს თქვენს სახლში
1736792219
ოპოზიციური პარტიები ბათუმში დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. მათ დღეს საქალაქო სასამართლოსთან ბრიფინგი გამართეს და თქვეს, რომ დაკავებების საფუძველი არ არსებობდა.
"ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მასიურად, უკანონოდ, ძალადობრივად დააკავეს ბათუმში სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები, რიგითი მოქალაქეები, ქალები. ჩვენი კოალიციის ორი ძალიან მნიშვნელოვანი წევრი და ადგილობრივი ლიდერი ამჟამად არის დაკავებული. ჩვენ მოვითხოვთ მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.
პარალელურად, ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, რომ სანქციები იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც უკან დაახევინებს ძალადობრივ ხელისუფლებას," - აღნიშნა "ძლიერი საქართველოს" წევრმა, ირაკლი კუპრაძემ.