1738916997
ბოლო კანონების მიღების მიზანი რეპრესიული ზომების გატარებაა - ირაკლი ფავლენიშვილი "ფარას" და მედიის რეგულირების ბრიტანული მოდელის გადმოტანაზე
პოლიტიკური დისკუსიის მთავარ თემად რჩება "ქართული ოცნების" დაანონსებული კანონები. სახელისუფლებო პარტია აცხადებს, რომ ერთი-ერთში გადმოაქვს ამერიკული "ფარა" და მედიის რეგულირების ბრიტანული მოდელი.
უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ერთი მხრივ გამჭვირვალობას უზრუნველყოფენ, მეორე მხრივ კი, დეზინფორმაციის წინააღმდეგ გადადგამენ ნაბიჯებს.
ოპოზიცია საკანონმდებლო ინიციატივებში რადიკალურად განსხვავებულ მოტივაციას ხედავს და ასლის გადმოტანის შემთხვევაშიც, კანონებს რეპრესიულს უწოდებს.
"რაც შეეხება კანონებს, ყველა კანონს ის ირგებს რეპრესიული მიზნებისთვის, მათ შორის, ბოლო კანონების მიღების მიზანი რეპრესიული ზომების გატარებაა. რა თქმა უნდა, ასეთი კანონიც არ იქნება გამონაკლისი. ამ კანონის ინანიშვილისეული ვერსია აუცილებლად იქნება რეპრესიული", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრის, პაატა მანჯგალაძის თქმით, აშშ-ში "ფარას" მიღების დროს სულ სხვა რეალობა იყო და საქართველოში აბსოლუტურად სხვა რეალობაა, რის გამოც ეს კანონიც არ იმუშავებს.
"არც ეს არ იმუშავებს, რადგან ამერიკაში სხვა რეალობა იყო, როდესაც "ფარას" კანონს იღებდნენ და საქართველოში აბსოლუტურად სხვა რეალობაა. სინამდვილეში, ჩვენს ქვეყანაში რუსული გავლენა შეამცირა სწორედ ამ ორგანიზაციების არსებობამ", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.