1696234801
ბიძინა ივანიშვილს იმ ნაბიჯს ვერ ადგმევინებენ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, „დიფ სთეითს“ ბრიტანეთში კიდევ უფრო ღრმად ჰქონია ფესვები გადგმული - ლევან მაჭავარიანი

ბიძინა ივანიშვილს იმ ნაბიჯს ვერ ადგმევინებენ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, „დიფ სთეითს“ ბრიტანეთში კიდევ უფრო ღრმად ჰქონია ფესვები გადგმული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს შანტაჟის არ ეშინია.
„ბიძინა ივანიშვილს არანაირი აქტივი არ გააჩნია და იქნებ აგვიხსნან, რაზე ასანქცირებენ, რას უსანქცირებენ? ძალიან საინტერესოა. ეს ჩვეულებრივად შანტაჟის გაგრძელებაა. ეტყობა, ვერ მიხვდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილს შანტაჟის არ ეშინია. სამი წლის წინ, მას რამდენიმე მილიარდზე წვდომა შეუჩერეს, ეს დე-ფაქტო სანქციები იყო. შემდეგ რაღაც ოფიციალური სანქციები იყო, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს იმ ნაბიჯს ვერ ადგმევინებენ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. მნიშვნელობა არ აქვს, რაზე იმსჯელებენ და რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ, თავის პოზიციას ვერანაირად შეაცვლევინებენ. „დიფ სთეითს“ კიდევ უფრო ღრმად ჰქონია ფესვები გადგმული ბრიტანეთში“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.