ბიძინა ივანიშვილის პირადმა ავტორიტეტმა, ხალხმა, ძალოვანმა უწყებებმა და რამდენიმე პოლიტიკურმა ლიდერმა, ქვეყანა გადაარჩინა დაღუპვას და ალბათ გეოგრაფიული არსებობის შეწყვეტას - გიორგი გამსახურდია

girogi gamsaxurdia

გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში ქვეყანაში ორი წლის წინ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ სწორედ "ქართული ოცნების" დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის პირადმა ავტორიტეტმა, ხალხმა, ძალოვანმა უწყებებმა და პოლიტიკურმა ლიდერებმა ქვეყანა დაღუპვას გადაარჩინეს.

პირველი პრეზიდენტის ვაჟი, იმ პირებსა და ჯგუფებს აკრიტიკებს, რომლებმაც ხელისუფლებას კონსტიტუციის დარღვევაში დასდეს ბრალი და აღნიშნავს, რომ ოპოზიციური ძალები ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ.

"ეხლა ვფიქრობდი, ორი წელი გავიდა იმის მერე, რაც ჯოჯოხეთი გამოატარა ჩვენ ქვეყანას აგენტურამ და მათთან ასოცირებულმა ძალებმა და ცალკეულმა ინდივიდებმა.ბიძინა ივანიშვილის პირადმა ავტორიტეტმა, ხალხმა, ძალოვანმა უწყებებმა და რამდენიმე პოლიტიკურმა ლიდერმა, ქვეყანა გადაარჩინა დაღუპვას და ალბათ გეოგრაფიული არსებობის შეწყვეტას.მაინტერესებს, ეხლა რას ფიქრობენ ის შარახვეტიები, რომლებმაც ხელი მოაწერეს რაღაც პეტიციებს და თავიანთ ხელისუფლებას ბრალი დასდეს, კონსტიტუციის დარღვევაში. ზოგმა ტექსტი არც წაიკითხა, ისე შეიჩეჩეს, ბუკა, შმუკა, სერგი და ვიღაც ბოგანოებისგან.ისიც მაინტერესებს, ბევრმა ვინც ბრალი დაგვდო კონსტიტუციის ხელყოფაში, რა ნამუსით არიან ეხლა სადაც არიან(ნუ ნამუსი და ეგ ხალხი როგორც აქლემი და გალია ისეა მაგრამ მაინც) და რას ფიქრობენ? როგორ უნდა დავემხეთ ამ ძალიან ფერადებს?" - წერს გიორგი გამსახურდია.

✕