ახალგაზრდა კაცი, რომელსაც 5 აპრილის შემდეგ ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1775630415
საქართველოს წევრობა რომელიმე სამხედრო ალიანსში, იქნება ეს რუსეთის მხარდამჭერი სამხედრო ალიანსი, თუ ჩრდილო ატლანტიკური სამხედრო ალიანსი, არის საქართველოსთვის ეგზისტენციალური საფრთხის შემცველი, – ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, ბიძინა გიორგობიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
ამ განცხადებით ბიძინა გიორგობიანმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, იცვლება თუ არა მსოფლიო და არის თუ არა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია კვლავ უსაფრთხოების გარანტია.
„რაც შეეხება იმას, მსოფლიო იცვლება, თუ არ იცვლება, მსოფლიო კი არ იცვლება, მსოფლიო უკვე შეცვლილია. თუ იძახებ, რომ არ შეცვლილა, აზიური თქმისა არ იყოს, მშიერი ადამიანი საჭმელზე თუ ილაპარაკებს, მაძღარი ვერ გახდება. შეცვლილია უკვე, აღარ არსებობს ის ძველი მსოფლიო და ეს არის რეალობა“, – აღნიშნა გიორგობიანმა.
როგორც ბიძინა გიორგობიანმა განაცხადა, ადგილის დამკვიდრება ისეთი პატარა სახელმწიფოსგან, როგორიც საქართველოა, ძალიან რთული საკითხია.
„ჩვენ ჩვენს ადგილს დამოუკიდებლად ვერ განვსაზღვრავთ, მაგრამ დღეს არსებული რეალობა გვაძლევს თეორიულ და პრაქტიკულ შანსს, ჩვენ გარშემო არსებული რეგიონალური სახელმწიფოები, როგორებიცაა თურქეთი და ირანი, ასევე გლობალური სახელმწიფოები, როგორიც არის რუსეთი, აქ წარმოსახვითად მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების ძალა და ჩინეთი; გლობალური ძალები არის დაახლოებით, ერთი სიძლიერის და ერთადერთი სტაბილურობის კუნძული. რეგიონალური ძალებიც არის ერთი სიძლიერის. ეს გეოგრაფიული არეალი, სადაც ვცხოვრობთ ჩვენ, აზერბაიჯანი და სომხეთი, არის ერთადერთი სტაბილურობის კუნძული, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს კონტინენტური ევრაზიის აღმოსავლეთს და დასავლეთს. დანარჩენი, ყველგან ყველაფერი გადაკეტილია და ხვალვე რომ დასრულდეს ომი ირანში, ის დიდი სავაჭრო გზები, რომელიც გადიოდა ირანზე, რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში იქნება გამოუყენებელი, ისევე, როგორც რუსეთსა და უკრაინაზე გამავალი სავაჭრო გზები. შესაბამისად, საქართველოს პოზიციონირება ამ შემთხვევაში, კარგად გამოხატა გუშინ სტუმრად ჩამოსულმა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და მისი ვიზიტის დასრულების შემდეგ სულ რამოდენიმე საათში ჩამოსულმა ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. საქართველოს და სამხრეთ კავკასიის ადგილი განისაზღვრება მას შემდეგ, რაც გამოიხატება-გამოიძერწება ახალი დიდი მოთამაშეების გავლენის სფეროები და საქართველო უნდა იყოს ამ გავლენის სფეროებს შორის მოლაპარაკების და კომპრომისის ობიექტი და იქნება კიდეც, როგორც დღეს გვაქვს მოცემულობა, ყველა მოცემულობით ჩვენ გვაქვს იმედი, რომ აქეთკენ წავა საქმე.
ჩვენი პოზიციონირება უნდა იყოს ისეთი, როგორიც არის დღეს, უნდა შევინარჩუნოთ მშვიდობა და ნეიტრალიტეტი, როგორც გვქონდა შენარჩუნებული ნეიტრალიტეტი უკრაინის ომში და როგორც გვაქვს ახლა, ირანის თავს დამტყდარი ტრაგედიის შემთხვევაშიც. ეს ნეიტრალიტეტი მოგვცემს საშუალებას, გავაკეთოთ სწორი პოზიციონირება მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდება ახალი მსოფლიო წესრიგი და ახალი მიდგომები, როგორც სავაჭრო, ისე ეკონომიკური. რაც შეეხება სამხედრო ალიანსებში წევრობას, შემდეგშიც და მომავალშიც, საქართველო უნდა იყოს ნეიტრალური ქვეყანა. შვეიცრია არ არის ერთადერთი ნეიტრალური ქვეყანა, ნეიტრალური ქვეყნები ბევრია მსოფლიოში და გადახედეთ ამ ნეიტრალიტეტების ისტორიას“, – განაცხადა გიორგობიანმა.