ბიძინა გიორგობიანი და ნანა კაკაბაძე მოწმის სტატუსით პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებიან

ბიზინა გიორგობიანი

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ბიძინა გიორგობიანი მოწმის სტატუსით საქართველოს პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით, უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, ასევე, საბოტაჟის მცდელობის ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გენერალურ პროკურატურაში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წარმომადგენლები გუშინაც გამოიკითხნენ.

დღეს, საგამოძიებო უწყებაში ბიძინა გიორგობიანის გარდა უკვე მეორედ ნანა კაკაბაძეც მივიდა.