ბიძინა გიორგობიანი: არ არის შემთხვევითი, როდესაც გარკვეული გლობალური პოლიტიკური ძალები ცდილობენ საქართველო „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ კონტექსტიდან იყოს ამოგდებული

ბიზინა გიორგობიანი

არ არის შემთხვევითი, როდესაც გარკვეული გლობალური პოლიტიკური ძალები ცდილობენ საქართველო „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ კონტექსტიდან იყოს ამოგდებული, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა.

გიორგობიანის თქმით, ევრობიუროკრატია რეზოლუციებიდან პირდაპირ დიპლომატიურ წნეხზე გადავიდა.

„არ არის შემთხვევითი, როდესაც გარკვეული გლობალური პოლიტიკური ძალები ცდილობენ საქართველო იყოს „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ კონტექსტიდან ამოგდებული და სამხრეთ კავკასიაში შექმნან ახალი კონფიგურაცია, სადაც საქართველოს ექნება მხოლოდ ტერიტორიის, არა გადაწყვეტილების მიმღების ფუნქცია. ეს ძალიან საყურადღებოა ჩვენთვის და პირველ რიგში, ხელისუფლებისთვის, რომელიც ძალიან სწორად მოიქცა ახლა, რომ დაბალი ფორმატის შეხვედრაზე არ წავიდა. ამასთან, საქართველოს ხელისუფლებამ თვალი უნდა გაუსწოროს ამ რეალობას და ევროკავშირთან გაუთავებელი ფლირტი ძალიან პრაგმატულ დამოკიდებულებაში უნდა გადაიყვანოს “, - აღნიშნა მან.

✕