ბესო ხარძიანი: ერთი წელი უსმენდნენ მამაჩემს საკუთარ კაბინეტში და იმ ჩანაწერებში არც თუ ისე კარგად მოიხსენიებდა მაშინ ბესო ხარძიანი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს და ამიტომ დაისაჯა, დასჯა კარგად გამოსდიოდათ

ბესო ხარძიანი

ერთი წელი უსმენდნენ მამაჩემს საკუთარ კაბინეტში და იმ ჩანაწერებში არც თუ ისე კარგად მოიხსენიებდა მაშინ ბესო ხარძიანი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს და ამიტომ დაისაჯა, დასჯა კარგად გამოსდიოდათ, - განაცხადა ბესო ხარძიანმა „იმედი LIVE“-ში.

ბესო ხარძიანმა მამის, ბიზნესმენ ბესო ხარძიანის შესახებ ისაუბრა.

„ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ომამდე, 2007 წელს ადეიშვილმა დაიბარა საკუთარ კაბინეტში მამაჩემი. როგორც კრიმინალი, ისე დაიბარეს. მამაჩემი არ იყო პოლიტიკური ფიგურა, ამ ქვეყნის ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე იყო. მოსთხოვეს 5 მილიონი დოლარი, რითაც მიხვდა, ვისთან ჰქონდა საქმე - ერთი ხელით ბიზნესი უნდა გადაერჩინა, მეორე ხელით - ოჯახი და მოუწია კუს ტბის ჩადება. ასე დაიწყო ეს ისტორია. 5 მილიონი დოლარი გადაახდევინეს. აქედან 3 მილიონ 500 ათასი დოლარი ბიუჯეტში გადაარიცხვინეს, მილიონ ხუთასი ათას დოლარად აუქციონზე, სადაც მხოლოდ ის იყო, აყიდვინეს რაღაც გაურკვეველი ავტოფარეხი წნორში. ერთი წელი უსმენდნენ მამაჩემს საკუთარ კაბინეტში და იმ ჩანაწერებში არც თუ ისე კარგად მოიხსენიებდა მაშინ ბესო ხარძიანი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს და ამიტომ დაისაჯა. მათი [„ნაციონალური მოძრაობის“] მიდგომა ხომ ის იყო, რომ თუ ჩვენიანი არ ხარ, მაშინ უნდა დაისაჯო. დასაჯეს კიდეც. დასჯა კარგად გამოსდიოდათ. არ მახსენდება ვინმე, იმედია არავის ეწყინება, რომელსაც ასეთი მძიმე გზა გაევლოს, როგორც მამაჩემს - ციხეშიც მოხვდა, ნარკოტიკებიც ჩაუყარეს, ციხეში აწამეს. 2 წლის შემდეგ დატოვა ციხე, როდესაც პოლიტიკური ცვლილებები მოხდა, დაიწყო სამართლებრივი ბრძოლა და ბოლოს მოკლეს. თუ რაიმე შეიძლებოდა, „ნაციონალური მოძრაობის“ იმ ბოროტი რეჟიმის ყველა საფეხური გაიარა“, - აღნიშნა ხარძიანმა.